რეზონანსი
24.03.2026

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე, 6 თვის წინ, 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნულ საქმეზე ხოშტარიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×