რეზონანსი
23.03.2026

 რომის პაპმა ლეომ XIV-მ დღეს მწვავედ გააკრიტიკა საჰაერო დაბომბვები, მათ განურჩეველი ხასიათის დარტყმები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი უნდა აიკრძალოს. ეს იყო პაპის უახლესი ანტისაომარი განცხადება, რომელიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის მიმდინარეობის მეოთხე კვირას გაკეთდა - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ITA Airways-ის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრაზე, პაპს კონფლიქტის გაფართოების საკითხი კონკრეტულად არ უხსენებია, თუმცა საჰაერო ძალების სამხედრო მოქმედებებში გამოყენება მკაცრად დაგმო.

"არავის უნდა ეშინოდეს, რომ სიკვდილისა და განადგურების საშიშროება შეიძლება ციდან მოდიოდეს", - განაცხადა რომის პაპმა.

"მე-20 საუკუნის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, საჰაერო დაბომბვები სამუდამოდ უნდა აკრძალულიყო, მაგრამ ის მაინც არსებობს... ეს პროგრესი კი არა, რეგრესია!", - თქვა პაპმა.

რომის პაპმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ირანის ომში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. კვირას მან კონფლიქტს "მთელი კაცობრიობის სირცხვილი" უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×