რეზონანსი
23.03.2026

 "აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა - ყალბ ამბებს იყენებენ, რათა თავი დააღწიონ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი" - ირანის პარლამენტის თავმჯდომარე

აშშ-სთან არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა, - ამის შე­სა­ხებ ირა­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მო­ჰა­მედ ბა­ღერ ღა­ლი­ბა­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, "ირა­ნე­ლი ხალ­ხი აგ­რე­სო­რე­ბის სრუ­ლად დას­ჯას ითხოვს".

"ყვე­ლა ირა­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი­სა და ხალ­ხის გვერ­დით დგას, ვიდ­რე ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა არ მოხ­დე­ბა. აშშ-სთან არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა და ყალბ ამ­ბებს ფი­ნან­სუ­რი და ნავ­თო­ბის ბაზ­რე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ და ასე­ვე იმის­თვის, რომ თავი და­აღ­წი­ონ იმ გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მელ­შიც აშშ და ის­რა­ე­ლია გა­ჭე­დი­ლი", - წერს ირა­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე X-ზე.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე გა­მო­ცე­მა The Jerusalem Post-მა ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ აშშ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ირა­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან აწარ­მო­ებ­და.

უფრო ადრე, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ირან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი თქმით, მხა­რე­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში "შე­თან­ხმე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან პუნ­ქტებ­ზე" შე­ჯერ­დნენ.

ასე­ვე, ტრამ­პის ცნო­ბით, აშშ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს "პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ან­თან" აწარ­მო­ებს.

"ეს უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი არ არის. მის­გან არა­ვის არა­ფე­რი გა­უ­გია. არც კი ვი­ცით, ცო­ცხა­ლია თუ არა", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×