რეზონანსი
23.03.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მხარდაჭერა ევროპას გააკოტრებს.

ვიქტორ ორბანმა მწვავედ გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, ომის ერთ-ერთი დამფინანსებელია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გერმანელები საუბრობენ საომარ სტრატეგიაზე და ირწმუნებიან, რომ მათი მოქმედებები ჭკვიანურია, რეალურად კი ისინი აფინანსებენ ომს.

"უკრაინის საკითხზე როდესაც განხილვები გვაქვს, გერმანელები საუბრობენ საომარ სტრატეგიაზე და ირწმუნებიან, რომ მათი მოქმედებები ჭკვიანურია. ისინი აფინანსებენ ომს. ასეთია მათი ლოგიკა, მაგრამ ეს გერმანიას და ევროპას გაკოტრებამდე მიიყვანს. ეს ომი ჩვენ გაგვაკოტრებს", - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×