მთავარი ამბები
თამთა ჩაჩანიძე
24.01.2026

აშშ-ის ვიცე-პრეიდენტი ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ვიზიტი „ტრამპის მარშრუტის" განვითარების ფარგლებშია დაგეგმილი. ის ფაქტი, რომ სამხეთ კავკასიაში სტუმრობისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს გვერდს აუვლის და ზოგადად, ამ ვიზიტთან და რეგიონალურ პროექტებთან დაკავშირებით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებში საქართველო ნახსენები არ არის, ხელისუფლების ოპონენტებს კრიტიკის საფუძველს აძლევს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველო პრაქტიკულად გაქრა აშშ-ის პოლიტიკური რადარებიდან, რაც სერიოზული პრობლემაა.

მარიამ ვეკუა
24.01.2026

ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური დებატების ჩატარებას ემიჯნება - „ქართული ოცნების" ინიციატივას ილუზიურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ „მორიგ ხრიკს" არ უნდა წამოეგონ. პარალელურად, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები საჯარო პოლემიკაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ. ვინ შევა დებატებში და რას მოუტანს ეს პროცესი ოპოზიციურ ფლანგს?

 

თამარ ვეფხვაძე
22.01.2026

ქსელურ სუპერმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. ინფორმაცია რითეილ ასოციაციასა და „აგროჰაბში“ დაადასტურეს. სუს-მა სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდება მოვლენებს, რადგან პრობლემა, რის გამოც ქვეყნის პრემიერ-მინსიტრმა საკოორდინაციო საბჭო შექმნა, პროდუქტების მაღალი ფასია და ეს თითოეული მოქალაქის ჯიბეს აცარიელებს. საბჭო გუშინ ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა, დღეს კი სუს-მა მათგან დოკუმენტაცია გამოითხოვა. 

მარიამ ვეკუა
23.01.2026

გრენლანდია დიდი თამაშის ცენტრშია - აშშ ღიად აცხადებს, რომ არქტიკული კუნძულის ირიბ დაცვას თავად უზრუნველყოფს და მის სტრატეგიულ რესურსებზე წვდომას ითხოვს, ევროკავშირი კი უსაფრთხოების მხარდამჭერ პაკეტზე მუშაობს. რატომ იქცა გრენლანდია გლობალური ძალების ინტერესთა გადაკვეთის წერტილად და შეიძლება თუ არა ამ საკითხმა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები გამოკვეთოს?

ნატალია ჯვარიძე
23.01.2026

ზურაბ „გირჩი" ჯაფარიძის იდეა, რაც ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას გულისხმობას, ნაწილმა უკვე მიიღო. მეტიც, ენმ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო სიის წარდგენის მომხრეა. ანალიტიკოსები კი ერთობის იდეას საერთოდ სკეპტიკურად უყურებენ.

მარიამ ვეკუა
23.01.2026

პოლიტიკური დებატების ჩატარების თემა დღის წესრიგში დაბრუნდა - ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური დისკუსიების შეწყვეტა „გარედან დაკვეთილია", ოპოზიციის ნაწილი კი დებატებისთვის მზადყოფნას გამოხატავს. ვინ და რა ფორმატში შევა საჯარო პოლემიკაში და გადაიქცევა თუ არა დებატების ინიციატივა რეალურ პროცესად, თუ ეს მხოლოდ პოლიტიკურ იმიტაციაა?

ნატალია ჯვარიძე
23.01.2026

პრემიერი ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, რომელშიც შევა კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს.

ნატალია ჯვარიძე
22.01.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ ფასების დარეგულირება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ დაგვიანებული. აცხადებს, რომ ახლა მთავარია ამას როგორ მოახერხებენ და ეჭვი ეპარება, განახორციელონ. მიაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ევროპას ამა თუ იმ საკითხში ვუსწრებთ, გამაღიზიანებელია და მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

მარიამ ვეკუა
22.01.2026

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებამ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით შესაძლო სატრანზიტო დერეფნის გახსნაზე, თბილისში მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია - ოპოზიცია ხელისუფლებას საქართველოს სტრატეგიული როლის შესუსტებაში ადანაშაულებს, ხოლო მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობა კვლავ უალტერნატივოა.

ნატალია ჯვარიძე
22.01.2026

პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ ინიციატივას პროდუქტებზე ფასების შემცირების შესახებ, პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში ამასაც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ „ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემა კორუმპირებული ხელისუფლებაა, ხოლო ფასებთან დაკავშირებული ინიციატივები შოუს ხასიათს ატარებს". პრემიერი კი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს ხვდება და პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავს.

თამთა ჩაჩანიძე
21.01.2026

დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობა ცნობილია, მიწვეულია მსოფლიოს 50-ზე მეტი ლიდერი, თუმცა, არ არის საქართველო. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, ევროკავშირის ქვეყნების ძირითადი ნაწილი მოწვევაზე უარს ამბობს. მათი შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა გაერო-ს როლს, როგორც კონფლიქტების მოგვარების გლობალურ ფორუმს ეჭვქვეშ აყენებს.

თამარ ვეფხვაძე
22.01.2026

პირველი იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, ხოლო ადგილობრივზე - შემცირდა. ლოგიკურად, ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი პროდუქციის გაიაფება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, გაძვირება მაინც არ უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, რამდენიმე დღეა, სიგარეტი „პირველი“, რომელიც 2026 წლის 1-ელ იანვრამდე 5.30 ლარი ღირდა, რატომღაც 20 თეთრით გაძვირდა და ახლა 5.50 ლარი ღირს. 

თამარ ვეფხვაძე
21.01.2026

ყინული დაიძრა - პრემიერის ინიციატივით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. საზოგადოება სულმოუთქმელად ელის შედეგს, რადგან პრობლემა, რაზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობს, ანუ პროდუქტების მაღალი ფასი, მოსახლეობის აბსულუტურ უმრავლესობას აწუხებს. უკვე გაირკვა და ზუსტად ვიცით, რომ სურსათის გარდა, საბჭო მედიკამენტებისა და საწვავის ფასის შემცირებაზეც იმუშავებს. ახლა საინტერესოა, რა ვადაში დაასრულებს საბჭო მუშაობას და როდის გაიაფდება პროდუქტები. ცოტა არი იყოს უცნაურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაღალი ფასი მხოლოდ მომხმარებლების კი არა, მარკეტების მფლობელებისღვისაც პრობლემაც ყოფილა და საკითხის მოსაგვარებლად ისინი მზად არიან. 

ქეთო გოგოხია
21.01.2026

ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით დაბალი ტემპით მატულობს, ვიდრე ეკონონომიკის ზრდის მაჩვენებელი. ამის მიზეზად სექტორში წარმოების ნაკლებობას მიიჩნევენ. არ არის გამორიცხული, რა ზრდაც რეალურად ფიქსირდება (3%), მაინინგის პროცესს უკავშირდებოდეს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოების ყველა ძირითად დარგში სერიოზული გამოწვევაა. თუმცა, რა მდგომარეობაც ამჟამად ქვეყანაში მოხმარების კუთხით არსებობს, პრაქტიკულად ყველა პირობას ქმნის, რომ საქართველო თვითკმარი ქვეყანა გახდეს, მთავარია, ჰესების მშენებლობა დაჩქარდეს, რისი პოტენციალიც დიდია. 

თამარ ვეფხვაძე
20.01.2026

აშენდება თუ არა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს აეროპორტების ასოციაციასა და ფრანგულ "გრუპ ეიდიპის" წევრ „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2031 წლამდე გახანგრძლივდა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ახალი, 150-მილიონიანი ინვესტიცია აყენებს ეჭვქვეშ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას. სპეციალისტთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ვაზიანის აეროპორტი საერთოდ არ აშენდება. 

ირმა ჩიტაია
20.01.2026

წელს პურის გაძვირების ალბათობა თითქმის არ არსებობს. ბოლოს ფასმა კორექტირება შარშან შემოდგომაზე განიცადა. გლობალური მოცემულობა და შიდა ბაზარზე არსებული ვითარება, ქმნის შესაძლებლობას, რომ პროდუქტის ფასი შენარჩუნდეს. სექტორში გაძვირების წინაპირობას ვერ ხედავენ და ადასტურებენ, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, თუკი რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნება, თუნდაც ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებით. 

მარიამ ვეკუა
22.01.2026

დონალდ ტრამპის განცხადებამ გრენლანდიაზე, რომელიც მან „მომავალი შეთანხმების ჩარჩოდ" მონათლა, არქტიკის საკითხი ნატოს დღის წესრიგში ისევ წამოსწია: ინიციატივას მსოფლიოს ყველაზე დიდ კუნძულზე სკეპტიციზმით შეხვდნენ, ხოლო ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის მიერ ტარიფების შემსუბუქება დეესკალაციის ნიშნად შეაფასეს.

დონალდ ტრამპის დაანონსებულმა ახალმა „ შეთანხმების ჩარჩომ", კუნძულის ადგილობრივ მოსახლეობაში ღრმა სკეპტიციზმი გამოიწვია.

ნატალია ჯვარიძე
21.01.2026

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „სულ უფრო მეტად უკანონობით მოცულ მსოფლიოში ევროპას საკუთარი ძალაუფლების ბერკეტები სჭირდება".




















Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×