რეზონანსი
22.03.2026

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციამ, სრულიად ბელარუსის პატრიარქალური ეგზარქოსის, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მ.ე. შვიდკოის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაში, რომელიც თბილისში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციასა შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელით, სამძიმრისა და მხარდაჭერის სიტყვები გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და მთელ ქართველ ხალხს.

„რუსეთმა ღრმა მწუხარებით მიიღო მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობა. ის იყო ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი ლიდერი და ეკლესიისა და ხალხისადმი უანგარო მსახურების მაგალითი. პატრიარქი ილია II მთელი ძალით იბრძოდა მართლმადიდებლური ერთიანობის შესანარჩუნებლად და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ქართული იდენტობის საფუძველს წარმოადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია აცხადებს, რომ რუსი ხალხი ქართველ ხალხთან ერთად გლოვობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×