რეზონანსი
22.03.2026

ირანი ჰორმუზის სრუტის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, დონლად ტრამპის ულტიმატუმოს საპასუხო მუქარას ავრცელებს.

"თუ მტერი ირანის საწვავისა და ენერგეტიკული სექტორის ინფრასტრუქტურას შეუტევს, რეგიონში მდებარე აშშ-სა და რეჟიმის კუთვნილი ყველა ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ზღვის წყლის გამტკნარების ინფრასტრუქტურა ჩვენი სამიზნე გახდება" - აცხადებს ირანის სამხედრო ოპერატიული სარდლობა განცხადებაში, რომელიც ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა გაავრცელა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის სრულიად გასახსნელად 48-საათიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაშ კი ირანს ელექტროსადგურების დაბომბვით დაემუქრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×