რეზონანსი
22.03.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48 საათი მისცა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ ელექტროსადგურებზე მიიტანს იერიშს.

„თუ ირანი სრულად და მუქარის გარეშე არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში, აშშ დარტყმას მიაყენებს და გაანადგურებს ამ ქვეყნის სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით!“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ (IRGC) დაუყოვნებლივ უპასუხეს ულტიმატუმს და განაცხადეს, რომ ირანის ნავთობისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონში აშშ-ის ყველა ენერგეტიკული და გამამტკნარებელი ობიექტი მათი სამიზნე გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×