რეზონანსი
22.03.2026

ჩვენ მოვიწვიეთ ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქები. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ვერ ჩამობრძანდა და გამოაგზავნა ეგზარქოსი ბელორუსიის - წირვაზე მსოფლიო პატრიარქი და ბელორუსიის ეგზარქოსი არცერთი არ დგება საერთოდ. წესის აგების დროს აღარაა ეს ევქარისტიული კავშირი, ლოცვაა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „რა თქმა უნდა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სურს რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს“.

„ჩვენ მოვიწვიეთ ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქები. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ვერ ჩამობრძანდა და გამოაგზავნა ეგზარქოსი ბელორუსიის, რომელიც უკვე ჩამოსულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა შუამავლის როლი შევასრულოთ, მაგრამ ძალიან რთულია ეს კონფლიქტი რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის. ძალიან მძიმე კონფლიქტია. ასეთი კონფლიქტები ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოგვარებულა. დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც მოგვარდება. ადამიანურად აქვთ კომუნიკაცია ჩვეულებრივად, მაგრამ რაც შეეხება ევქარისტიულ კავშირს, ეს ევქარისტიული კავშირი ნიშნავს, რომ წირვაზე ერთად იდგნენ და წირვაზე არცერთი არ დგება საერთოდ. წესის აგების დროს აღარაა ეს ევქარისტიული კავშირი, ლოცვაა. მხოლოდ ზიარებაზეა საუბარი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კანონიზაციაზეც.

„დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს საკითხი რომც არ დავაყენოთ სინოდის წევრებმა, გვაიძულებენ ადამიანები, კანონიზაციაზე ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე უნდა მოხდეს კანონიზაცია. ეს შესაძლებელია დღესვე. ასეთი შემთხვევები ყოფილა ისტორიაში. ყოფილა ისტორიაში შემთხვევები, ეგნატე ღმერთშემოსილი იყო დიდი წმინდანი, მარტინ ტურელი იყო დიდი წმინდანი, ანტონ დიდი. როგორც კი გარდაიცვალა, დაიწყო იმწუთასვე. მაშინ კანონიზაციის პროცესი კი სხვანაირი იყო... მთავარი წმინდანად შერაცხვა არის ხალხის თაყვანისცემა, სასოება. როცა კანონიზაციაზეა საუბარი, წმინდანად შერაცხვაზე, აქ საუბარია საყოველთაო თაყვანისცემაზე“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×