რეზონანსი
22.03.2026

36 წლის დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ლონგ-აი­ლენ­დზე სა­ი­მიგ­რა­ციო სა­მარ­თლის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მძღოლ­მა მრა­ვალ­მხრი­ვი ავა­რია გა­მო­იწ­ვია, რა­საც ხან­დაზ­მუ­ლი წყვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. უცხო­უ­რი მე­დია, მომ­ხდარ­ზე უმ­ძი­მეს დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს.

ორ­შა­ბათს, 16 მარტს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ პო­ლი­ცი­ას აღ­მო­სავ­ლე­თით მი­მა­ვალ ზო­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი დახ­ვდა. წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 36 წლის დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ოუ­შენ­სა­იდ­ში ცხოვ­რობს, შემ­თხვე­ვის დროს მარ­თავ­და შავ, 2020 წლის Cadillac Escalade-ს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა ჯერ „გვერ­დი გაჰ­კრა ნაც­რის­ფერ "ბეემვეს", რო­მე­ლიც მარ­ცხე­ნა ზოლ­ში მოძ­რა­ობ­და. ამის შემ­დეგ და­კარ­გა კონ­ტრო­ლი სა­ჭე­ზე, გა­დაკ­ვე­თა გამ­ყო­ფი ზოლი, გა­და­ვი­და სა­პი­რის­პი­რო (აღ­მო­სავ­ლე­თის) მი­მარ­თუ­ლე­ბის ზო­ლებ­ში და რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა,“ - ნათ­ქვა­მია პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა ორი მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბა: დო­ნალდ მაქსვე­ლი (82 წლის) და ლი­სენტ ბ. მაქსვე­ლი (88 წლის). წყვი­ლი, რო­მე­ლიც Toyota Highlander-ში მგზავ­რის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბო­და, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. დო­ნალ­დი ად­გი­ლობ­რი­ვი პას­ტო­რი იყო ფარ რო­კე­ვე­ი­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში. გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხი ამ ეტაპ­ზე კო­მენ­ტა­რის­გან თავს იკა­ვებს.

პო­ლი­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ „შე­ჯა­ხე­ბა­ში სულ ჩარ­თუ­ლი იყო ექ­ვსი ავ­ტო­მო­ბი­ლი და 10 მძღო­ლი/მგზავ­რი“. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თქმით, ერთი პირი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შად არ მი­იჩ­ნე­ვა.

წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პო­ლი­ცია ვა­რა­უ­დობს, რომ მომ­ხდარ­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბამ და არა­ფხი­ზელ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ ითა­მა­შა.

დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა:

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა;

პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ხა­რის­ხის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლით;

ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში;

გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი/სა­ხი­ფა­თო მარ­თვა.

 პრო­კუ­რო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ქუ­თა­თე­ლა­ძე შე­ჯა­ხე­ბის მო­მენ­ტში 70 მილი/სა­ათ­ში (და­ახ­ლო­ე­ბით 112 კმ/სთ) სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხოლო მის სის­ხლში ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა 0.10-ს შე­ად­გენ­და, რაც კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბულ ზღვარ­ზე მა­ღა­ლია.

რო­გორც მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, ქუ­თა­თე­ლა­ძე, რო­მე­ლიც სამ­შა­ბათს, 17 მარტს ჰემპს­ტე­დის სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით გა­მო­ცხად­და, აღი­ა­რა, რომ სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მამ­დე „ვის­კი-კოლა“ და­ლია. თუმ­ცა, მან წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში თავი დამ­ნა­შა­ვედ არ ცნო.

ბრალ­დე­ბუ­ლი დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძე, რო­მე­ლიც 10-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის  აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­ი­მიგ­რა­ციო ად­ვო­კა­ტია, სა­კუ­თარ იუ­რი­დი­ულ ფირ­მას, „Kutateli Legal Aid Group“-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას და მის მე­უღ­ლეს ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავთ.

ავ­ტო­მო­ბილ­ში დი­ა­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და მისი მე­უღ­ლე, თე­ი­მუ­რაზ (თემო) ქუ­თა­თე­ლა­ძე. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. მას და­უდ­გინ­და ხერ­ხემ­ლის (C1 მა­ლის) მო­ტე­ხი­ლო­ბა, ტვინ­ში ში­ნა­გა­ნი სის­ხლჩაქ­ცე­ვა, ორი­ვე ფე­ხის ბარ­ძა­ყის ძვლი­სა და ნეკ­ნე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა. და­ზი­ა­ნე­ბე­ბის სიმ­ძი­მის გამო მას სას­წრა­ფო ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შო­რის არის Toyota Highlander-ის მძღო­ლი, ვიქ­ტორ უილ­სო­ნი. მან სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო, მათ შო­რის მარ­ცხე­ნა მკლა­ვის, მა­ჯი­სა და მენ­ჯის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, რის გა­მოც მა­საც ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და.

და­ღუ­პუ­ლი პას­ტო­რი დო­ნალდ მაქსვე­ლი და მისი მე­უღ­ლე ლი­სენ­ტი თით­ქმის 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბულ­ნი. მრევ­ლის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბე­დის­წე­რო შე­ჯა­ხე­ბის დროს წყვი­ლი ეკ­ლე­სი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სიმ­ძი­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, გი­რა­ოს უფ­ლე­ბის გა­რე­შე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×