
ბოლოს დაუძლურებული, ხელმისაშველებელი პატრიარქიც კი დედაბოძივით იდგა, ყველაზე ძლიერი ძალა იყო, ამითაც იყო განსაკუთრებული, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ.
მისივე თქმით, დიდი დრო და დიდი სიბრძნის ადამიანი დასჭირდება პატრიარქის ღვაწლის თავმოყრას, რათა ჩვენ გავიგოთ საიდან დაიწყო და სადამდე მივიდა.
“მე მაოცებს ეს სიმშვიდე რიგში, ხალხი ძალიან მშვიდად რომ მიუყვება ამ სავალ გზას მთაზე და მახსენდება აბულაძის ფილმი, რომ “ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს?” ეს კადრი ცოცხლდება ჩემთვის, ტაძრისკენ მიმავალ გზას ადგას ხალხი, სადაც ელოდებათ პატრიარქი. ყველა ისეთი დავალებულია, თითქოს ახლა ჩვენ ვცდილობთ ჩვენი იოტისოდენა სიყვარული გამოვხატოთ და გავატანოთ იქ, საიდანაც ისევ ჩვენთვის ილოცებს. ჩვენ, რომ ვსაუბრობთ მის არაჩვეულებრივ საგალობლებზე, ჩვენ ეს იმიტომ ხომ არ მოგვწონს, რომ პატრიარქის დაწერილია? არა, თავისთავად განსაკუთრებული და გამორჩეულია, მისი დაწერილი ხატები ხომ იმიტომ მოგვწონს, რომ თავისთავად გამორჩეულია. ამ გზას, რომელსაც ქართველი ჯიში ადგას სამებისკენ მიმავალ გზაზე მშვენიერება ჰქვია, რომელიც მადლიერების დიდ განცდას ბადებს ჩემში, თურმე შეგვძლებია, რომ ჩვენ ვუთხრათ ერთი სიტყვა - მადლობა - იმ 49 წლიანი თავგანწირვისთვის, რაც პატრიარქმა ჩვენთვის გააკეთა”, - განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.