რეზონანსი
21.03.2026

მთელი ცხოვრება ის მიუძღვოდა ერს უკვდავებისკენ, ოღონდ რწმენით, შრომით და სიკეთით, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას.

„დღეს წავიკითხე მისი პატრიარქობიდან რამდენიმე თვეში გამოცემული კალენდარი და მისი პირველი ეპისტოლე, რომელსაც ასე ასრულებს: ღვთივკურთხეულო ქართველო ერო სარწმუნოებით, შრომით, სიყვარულით და სიკეთით წინ უკვდავებისკენ”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, თუ კი რამ მუდმივად აწუხებდა პატრიარქს, ეს იყო ის, რომ ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ.

“თუ კი რამე აწუხებდა მის უწმინდესობას მუდმივად, ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით ერთმანეთის მოსმენა, ის საოცარი მსმენელი იყო. ის აუცილებლად ბოლომდე უსმენდა ადამიანებს, ეს ნიჭია სიყვარულისაც, დიდი პატივისცემისაც ადამიანების მიმართ”, - აღნიშნა ჟვანიამ.

ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად ისრაელიდან საქართველოში ჩამოსულ დელეგაციაზეც ისაუბრა.

“საათნახევრის წინ ისრაელიდან გამონაკლისის სახით დაჯდა თვიმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აქედან წაყვანის მიზნით ისრაელის მოქალაქეების, ისრაელიდან გამოსვლა არ არის, მაგრამ ნებართვა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, რომ ჩამოსულიყო სპეციალურად დაკრძალვაზე, მათ შორის არის ერთი მართლმადიდებელი არქიმანდრიტი, რომელიც უწმინდესის ახლობელია ათწლეულების მანძილზე. მასთან ერთად გამოფრინდა ერთი მუსლიმი ადვოკატი, რომელიც უშუალოდ იცნობდა პატრიარქს, ორი კათოლიკე და ბეთლემიდან პალესტინელი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში შვილთან ერთად, რომელიც უწმინდესის ნათლულია და რომელსაც მის პატივსაცემად ილია ქვია, 2012 წელს ბეთლემში მონათლა უწმინდესმა. ეს მიუთითებს მის მასშტაბურობაზე, პიროვნების, რომელიც გასული იყო თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ის ყოველგვარი დოგმატის დარღვევის გარეშე, გასული იყო იმ ჩარჩოების გარეთაც, რომელიც დამკვიდრებული იყო რაღაც სტიგმატური მართლმადიდებლურ ეკლესიაში”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×