
მსოფლიოს 10 უდიდესი ადამიანის ქონება 41.7 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა - ამის შესახებ ირკვევა Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგის განახლებული მონაცემებიდან.
სტატისტიკის თანახმად, ტოპ-10 მილიარდერიდან ყველაზე მეტად (8.81 მლრდ დოლარით) Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება შემცირდა, ყველაზე ნაკლებად კი Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელი დირექტორის, უორენ ბაფეტის (-214 მლნ დოლარი).
როგორია 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი კვლავაც ილონ მასკია. მის წმინდა ქონებას Bloomberg 641 მილიარდ დოლარად აფასებს.
უფრო კონკრეტულად, მსოფლიოში 10 უდიდესი ადამიანის ქონება ასე გამოყურება:
ილონ მასკი (-8.81 მლრდ დოლარი) - 641 მილიარდი დოლარი;
ლარი ფეიჯი (-5.27 მლრდ დოლარი) - 258 მილიარდი დოლარი;
სერგეი ბრინი (-4.9 მლრდ დოლარი) - 240 მილიარდი დოლარი;
ჯეფრი ბეზოსი (-3.25 მლრდ დოლარი) - 230 მილიარდი დოლარი;
მარკ ცუკენბერგი (-4.9 მლრდ დოლარი) - 210 მილიარდი დოლარი;
ლარი ელისონი (-6.56 მლრდ დოლარი) - 198 მილიარდი დოლარი;
ბერნარდ არნო (-1.1 მლრდ დოლარი) - 152 მილიარდი დოლარი;
უორენ ბაფეტი (-214 მლნ დოლარი) - 144 მილიარდი დოლარი;
იენსენ ჰუანგი (-4.57 მლრდ დოლარი) - 143 მილიარდი დოლარი;
ჯიმ ვოლტონი (-2.14 მლრდ დოლარი) - 142 მილიარდი დოლარი.