რეზონანსი
21.03.2026

The Economist-ი სტყატიას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოთხწლიანი "ქორწინების" ერთიანობის შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს განიცდიან.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მიმდინარე დავა ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდების გაგრძელებას ეხება. "დრუჟბას" მილსადენთან დაკავშირებული ბოლო ეპიზოდი შანტაჟის ორმხრივ ბრალდებებსაც კი მოჰყვა. ასევე, ევროპელები უკმაყოფილონი არიან უკრაინის მხრიდან ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების მოთხოვნით.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ნაადრევია უკრაინის ევროკავშირთან "განქორწინებაზე" საუბარი, რადგან პარტნიორები, როგორც ჩანს, უბრალოდ ვერ თანაარსებობენ ერთმანეთის გარეშე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×