
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 50 ბრიგადაა მობილიზებული.
მათივე ცნობით, ადგილზე მყოფი ექიმები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დაუყოვნებლივ გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს. ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.