რეზონანსი
21.03.2026

კათოლიკოს-პატრიარქს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს.

იგი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მისთვის მართლაც წმიდანია და დარწმუნებულია, რომ მალე ეკლესია პატრიარქს წმინდანად შერაცხავს.

„მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია...

როდესაც სწირავდა, ნათელს ასხივებდა. იყო ძალიან კაცთმოყვარე, ძალიან ღმრთის მოყვარე, ძალიან ძმათმოყვარე, მუდმივად ჰქონდა მსხვერპლგაღებისა და თავგანწირვის განწყობა... მჯერა, პატრიარქი ილია უფრო მეტად დაეხმარება იქიდან თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, თავის ეკლესიას", - აღნიშნავს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×