რეზონანსი
20.03.2026

თბილისის სამხრეთ შემოსასვლელის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მოსამზადებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ხარჯთეფექტიანობის შეფასება, ალტერნატივების შემუშავება და შერჩეული მარშრუტების ანალიზი.

ამასთანავე, მომსახურების შედეგად უნდა დადგინდეს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზანშეწონილობა და გამოვლენილი ალტერნატივებიდან თბილისის სამხრეთით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის პრიორიტეტული მარშრუტის შერჩევა.

თბილისის სამხრეთით შესაძლოა, ახალი შემოსასვლელი გზა აშენდეს

„პროექტის მთავარი მიზანია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება ალტერნატივების შემუშავებისა და მათი ანალიზის გზით, რათა დადგინდეს პროექტის მიზანშეწონილობა და მომდევნო ეტაპზე - დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე - გადასვლის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე არსებულ დოკუმენტებში.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მომზადების ვადა 12 თვეს შეადგენს.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×