რეზონანსი
20.03.2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, - ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„სპეციალურად გამოყოფილი სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყოფილი იქნება მგზავრთა თბილისში გამგზავრება და უკან დაბრუნება. განრიგი: უწმინდესის სამოქალაქო პანაშვიდზე ერთობლივი მსვლელობისთვის, 21 მარტს, 11:30 საათიდან 12:00 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ქსანი, ქსოვრისი, ვაზიანი, წეროვანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, მუხრანი, საგურამო, ძეგვი, ლისი, ნიჩბისი, ნატახტარი, ახალუბანი, ძველი ქანდა.

უწმინდესის სიონის ტაძარში დაკრძალვის დღეს, 22 მარტს, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ვაზიანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, ძეგვი, წილკანი, ნიჩბისი, ახალუბანი, ძველი ქანდა. ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მცხეთის მერის წარმომადგენელს თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×