რეზონანსი
20.03.2026

შორს არ არის ის დღე, რო­დე­საც და­ვა­ყე­ნებთ უწ­მინ­დე­სო­ბის კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის [წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა] სა­კითხს - უკვე არის გან­კურ­ნე­ბის, სას­წა­უ­ლე­ბის მოხ­დე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი. მი­დით, სთხო­ვეთ და შე­გის­რუ­ლებთ, ნა­ხავთ, თუ ასე არ იქ­ნე­ბა! - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი) ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­თან გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, წმინ­და­ნო­ბის ერთ-ერთი ნი­შა­ნი ასე­ვე არის სა­ყო­ველ­თაო თაყ­ვა­ნის­ცე­მა, რა­საც უკვე ვხე­დავთ.

"გვი­თხრეს, რომ სი­ონ­ში მღვდელმთავ­რებ­საც ვერ შეგ­ვიშ­ვე­ბენ. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია იქ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი იყოს, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნის პატ­რი­არ­ქე­ბი, დე­ლე­გა­ცი­ე­ბი... ფი­ზი­კუ­რად არ არის ამის ად­გი­ლი. არა უშავს, და­იკ­რძა­ლე­ბა პატ­რი­არ­ქი და საფ­ლა­ვიც ღია იქ­ნე­ბა.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მას­თან ახ­ლოს მის­ვლა, მის სხე­ულ­თან, საფ­ლავ­თან შე­ხე­ბა?! იმი­ტომ, რომ შორს არ არის ის დღე, რო­დე­საც და­ვა­ყე­ნებთ სა­კითხს უწ­მინ­დე­სო­ბის კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ.

გარ­და იმი­სა, რომ წმინ­და­ნო­ბის ერთ-ერთი ნი­შა­ნი არის სა­ყო­ველ­თაო თაყ­ვა­ნის­ცე­მა, რა­საც ვხე­დავთ, უკვე არის გან­კურ­ნე­ბის, სას­წა­უ­ლე­ბის მოხ­დე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი. მი­დით, სთხო­ვეთ და შე­გის­რუ­ლებთ, ნა­ხავთ, თუ ასე არ იქ­ნე­ბა!" - აღ­ნიშ­ნავს ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა წე­სის აგე­ბას, რო­გორც მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი აღ­ნიშ­ნავს, გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რედ ეკ­რა­ნე­ბიც გან­თავ­სდე­ბა.

„ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა. მეს­მის, ყვე­ლას უნდა ახ­ლოს ყოფ­ნა, მაგ­რამ ახ­ლაც ახ­ლოს ვართ - გან­ცდა მაქვს, რომ კედ­ლე­ბი არ არის ზღუ­დე მას­თან სუ­ლი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ მობ­რძან­დით, რო­გორც მო­ა­ხერ­ხებთ“,- აღ­ნიშ­ნავს მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×