რეზონანსი
20.03.2026

მხოლოდ ორი დღე შეძლეს, რომ ნეხვი არ აფრქვიეს! კვლავ მიიღეს დავალება მეპატრონეებისგან, რომლებიც გაცოფდნენ ხალხის მწუხარებაზე, პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე! - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ერის მამამ, “ენჯეოშნიკები” და ურწმუნო ლიბერალები, სიკვდილითაც დაამარცხა.

“ორი დღე! მხოლოდ ორი დღე შეძლეს, რომ ნეხვი არ აფრქვიეს! კვლავ მიიღეს დავალება მეპატრონეებისგან, რომლებიც გაცოფდნენ ხალხის მწუხარებაზე, პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე! დიახ, სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები! ერი სამების ტაძარში, ხოლო მაჯლაჯუნები რუსთაველზე!  კიდევ გავიმეორებ, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ! საქართველოს ვერ დააჩოქებთ,” - წერს სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×