რეზონანსი
20.03.2026

22 მარტს, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კვირას, დილით ადრე თბილისში ჩამოვა, რათა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწროს, - ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„სამგლოვიარო ცერემონია თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი დაადასტურებს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას და გამოხატავს კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის სურვილს, პირადად მიუსამძიმროს და მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს იერარქიას, სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ხელისუფლებასა და მორწმუნე ერს.

პატრიარქ ბართლომეს თან ახლდება ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი და საპატრიარქო დელეგაციის წევრები, მათ შორის მსოფლიო საპატრიარქოს უმაღლესი სასულიერო პირები და ოფიციალური წარმომადგენლები. დაგეგმილია, რომ დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი და მისი დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმავე დღეს დაბრუნდებიან“, - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×