რეზონანსი
20.03.2026

ირანმა ცოტა ხნის წინ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია - „ცაჰალი“, „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს. „ცაჰალის“ ცნობით, ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ამ წუთებში რაკეტების მოგერიებაზე მუშაობს.

ისრაელის არმიის ზურგის სარდლობამ მოსახლეობას ტელეფონზე მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რათა ადამიანებმა დროულად შეძლონ თავშესაფარში ჩასვლა. ზურგის სარდლობა ხალხს მოუწოდებს დაემორჩილოს მათ მიერ გამოცემულ მითითებებს.

თავშესაფრის დატოვება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ბრძანება გავრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×