რეზონანსი
20.03.2026

ღვთის განგებით, ისე აღმოჩნდა, რომ წმინდა ნინოს ჯვარსა და ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება მისი განსასვენებელი, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა „ქრონიკასთან“.

მისი თქმით, სიონი ისედაც დედა ეკლესიაა საქართველოსთვის და ამის შემდეგ უფრო მეტი სითბო და სიყვარული დაივანებს ამ ტაძარში.

„გადაწყდა, რომ პატრიარქი უნდა დაკრძალულიყო სიონის ტაძარში, სადაც ჩვენი დიდი პატრიარქები განისვენებენ - კირიონი, ამბროსი. კომისიის მსჯელობით გადაწყდა განსაკუთრებით საპატიო ადგილას დაკრძალულიყო უწმინდესი და უნეტარესი. ამის შემდგომ მოუწევს ხალხს აქ მოსვლა და ყოველდღიურად მისი საფლავისთვის პატივის მიგება, ამიტომ აირჩა განსაკუთრებული ადგილი - ამბიონი, ამაღლებული ადგილი საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთი მხარე.

შეიძლება სიმბოლურიც არის, რომ აქ არის ორი დიდი სიწმინდე - წმინდა ნინოს ჯვარი და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დამზადდა და 1989 წელს ჩამობრძანდა საქართველოში. ამ ხატის მიმართ უწმინდესს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. ღვთის განგებით, ისე აღმოჩნდა, რომ წმინდა ნინოს ჯვარსა და ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება მისი განსასვენებელი. სიონი ისედაც დედა ეკლესიაა საქართველოსთვის და ამის შემდეგ უფრო მეტი სითბო და სიყვარული დაივანებს ამ ტაძარში“, - აღნიშნა დეკანოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×