რეზონანსი
20.03.2026

შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა და 09:00 საათზე დაიწყება საღვთო ლიტურგია. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი აღავლენს ამ წირვას. ასევე შაბათს იქნება საღამოს მწუხრის ლოცვა, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, კვირას, ბასილი დიდის ლიტურგიის შემდეგ, შესრულდება წესის აგება.

„კვირას იქნება ბასილი დიდის ლიტურგია, ლიტურგიის შემდეგ წესის აგება. სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრებიც და შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობა. შეიძლება ვთქვათ, რომ ხალხის ზღვაა, უამრავი ადამიანის სურვილია, რომ გამოემშვიდობოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. უწყვეტად მიმდინარეობს გალობა და პანაშვიდები და სხვადასხვა მღვდელმთავარი თუ მღვდელი პანაშვიდს აღავლენს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×