რეზონანსი
19.03.2026

ილია მე­ო­რეს სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და. ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა ჩვენ ერს, - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქზე, ილია მე­ო­რე­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ამ ეტაპ­ზე დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის სრუ­ლად ახ­სნას. ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ მის მი­მართ კრი­ტი­კა შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ილია II-ის მხრი­დან მის­და­მი გა­მო­ხა­ტულ ყუ­რა­დღე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას.

"ამ დღე­ებ­ში არ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებ. ვი­ტყვი ჩემს ვა­რა­უდს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მე არ მა­პა­ტი­ეს უწ­მინ­დე­სის ჩემ­და­მი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა. ალ­ბათ, არ მა­პა­ტი­ეს. ვი­ტყვი იმას თუ რა­ტომ მოხ­და. მგო­ნია, რომ თა­ვად უწ­მინ­დე­სი ამა­ზე დამ­თან­ხმე­ბო­და და თავს და­მიქ­ნევ­და, რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ უარი ვთქვი სიმ­ღე­რა­ზე იმ დღე­ზე, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო და­პი­რის­პი­რე­ბა. ეს იყო ოჯა­ხის სიწ­მინ­დის და ლგბტ დღე. მე ვთქვი, რომ ვერ ვიმ­ღე­რებ, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა და მე ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ.

ზო­გა­დად, წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლის, დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მა­შინ, რო­დე­საც ის სხვა აზ­რზე დგას, თუნ­დაც სხვა ორი­ენ­ტა­ცია აქვს - ადა­მი­ა­ნის მოვ­კლა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ეს ხდე­ბო­და, ამის არა­ერ­თი ფაქ­ტი იყო.

ალ­ბათ, ეს სი­ჯი­უ­ტე არ მა­პა­ტი­ეს. რო­მე­ლი უფრო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნა­ბი­ჯია: ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს არ მოკ­ლათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო თუ - რომ კლა­ვენ? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს პატ­რი­არ­ქის­გან არ მო­დი­ო­და. 17 მა­ი­სის იდეა პატ­რი­არ­ქის­გან მო­დი­ო­და თუ არა ეგეც არ ვიცი”, - გა­ნა­ცხა­და ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ.

მომ­ღე­რალ­მა გა­იხ­სე­ნა შემ­თხვე­ვაც, რო­დე­საც შო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლეს. მისი თქმით, ტე­ლე­ფო­ნით შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ „დას­ჯი­ლი იყო“ და ვერ იმ­ღე­რებ­და, თუმ­ცა ამას მის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქო­ნია და ტრა­დი­ცი­ას ოჯახ­ში აგ­რძე­ლებ­და.

"შობა მო­დი­დოა, გა­ლო­ბა უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ „შენ დას­ჯი­ლი ხარ და აღარ იგა­ლო­ბებ“. ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩემი დას­ჯა. მათ თუ ეგო­ნათ, რომ ისი­ნი ჩემ­თვის აუ­დი­ტო­რია იყო ან ტაშს ვე­ლო­დე­ბო­დი, კი­დევ უფრო ცდე­ბი­ან. ამ რი­ტუ­ალს სახ­ლში ვა­ტა­რებ. მა­ინც ვერ დამ­სა­ჯეს.

მას შემ­დეგ ვის აღარ ვა­ბა­რებ­დი - შე­მახ­ვედ­რეთ პატ­რი­არ­ქთან. მინ­და მას ვუ­თხრა ჩემი სათ­ქმე­ლი, ოღონდ მარ­ტო არა. თქვენ­თან ერ­თად , თქვე­ნი თან­დას­წრე­ბით. არ შე­მახ­ვედ­რეს. დღემ­დე მწყდე­ბა გული, რომ მას ვერ შევხდი. „იქ“ რომ წა­ვალ, შევხდე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და ვე­ტყვი ჩემს სათ­ქმელს იმი­ტომ, რომ მე მის­თვის არას­დროს მი­ღა­ლა­ტია“, - გა­ნა­ცხა­და გადაცემაში "რეზიუმე" ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×