რეზონანსი
19.03.2026

 უღ­რმეს სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ მოძ­მე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­ დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას მისი ნე­ტარხსე­ნე­ბუ­ლი მწყემსმთა­ვა­რის, ილია II-ის უფ­ლის­მი­ერ მიც­ვა­ლე­ბის გამო. იგი იყო რწმე­ნის, სათ­ნო­ე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ქრის­ტეს­მი­ე­რი ურ­ყე­ვი რწმე­ნის ადა­მი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ იე­რუ­სა­ლი­მი­სა და სრუ­ლი­ად პა­ლეს­ტი­ნის პატ­რი­არ­ქის, უნე­ტა­რე­სი თე­ო­ფი­ლე III-ის სამ­ძიმ­რის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი.

სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, უნე­ტა­რე­სი თე­ო­ფი­ლე III ილია მე­ო­რის დაკ­რძალ­ვა­ზე პი­რა­დად დას­წრე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხებს.

"მის ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბას, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ შიოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრეს,ჩვენს უფ­ლის­მი­ერ საყ­ვა­რელ ძმა­სა და თა­ნამ­წირ­ველს,გე­ამ­ბო­რე­ბით ქრის­ტეს­მი­ე­რი ამ­ბო­რით,

წი­ნამ­დე­ბა­რე სა­პატ­რი­არ­ქო წე­რი­ლით უღ­რმეს სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ მოძ­მე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას მისი ნე­ტარხსე­ნე­ბუ­ლი მწყემსმთავ­რის, ილია II-ის უფ­ლის­მი­ერ მიც­ვა­ლე­ბის გამო. იგი იყო რწმე­ნის, სათ­ნო­ე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ქრის­ტეს­მი­ე­რი ურ­ყე­ვი რწმე­ნის ადა­მი­ა­ნი.

ეკ­ლე­სია, თუმ­ცა გლო­ვობს ადა­მი­ა­ნუ­რად, სუ­ლი­ე­რად მა­ინც ხა­რობს აღ­დგო­მის სა­სო­ე­ბით, რო­გორც ამას მო­ცი­ქუ­ლი ადას­ტუ­რებს: „რა­მე­თუ გინა თუ ცხო­ველ ვართ, უფ­ლი­სა­ნი ვართ; გინა თუ მოვ­კვდე­ბით, უფ­ლი­სა­ნი­ვე ვართ" (რომ. 14,8) და „არა მნე­ბავს უმეც­რე­ბაჲ თქუ­ე­ნი... რაჲთა არა სწუხ­დეთ, ვი­თარ­ცა-იგი სხუ­ა­ნი მათ, რო­მელ­თა არა აქუს სა­სო­ე­ბაჲ" (I თეს. 4,13).

ჩვე­ნი უფ­ლის­მი­ერ გან­სვე­ნე­ბუ­ლი საყ­ვა­რე­ლი ძმა იყო ღვთის სა­ი­დუმ­ლო­თა ერ­თგუ­ლი გან­მგე­ბე­ლი (I კორ. 4,1) და იქცა თა­ვი­სი ერის ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლოდ. მას­ზე მინ­დო­ბილ ეკ­ლე­სი­ის სამ­რევ­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სიბ­რძნით, სიმ­შვი­დი­თა და მა­მობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბით, რი­თაც იქცა კე­თი­ლი მწყემ­სის ნი­მუ­შად, უფ­ლის სი­ტყვი­სა­მებრ: „მწყემსმან კე­თილ­მან სული თჳსი დად­ვის ცხო­ვარ­თათჳს" (ინ. 10,11).

მან კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი მოთ­მი­ნე­ბით გა­ნას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე „სი­ბე­რე­სა კე­თილ­სა, მო­ხუ­ცე­ბუ­ლი და სავ­სე დღე­თა­გან" (დაბ. 25,8) და მო­წო­დე­ბულ იქნა უფ­ლის მიერ სა­უ­კუ­ნო სა­სუ­ფე­ველ­ში, სა­დაც მას მო­ე­ლის "სი­მარ­თლი­სა იგი გჳრგჳნი, ... უფალ­მან მას დღე­სა შინა, მარ­თალ­მან მან მსა­ჯულ­მან; არა ხოლო თუ მას, არა­მედ ყო­ველ­თა, რო­მელ­თა შე­ი­ყუ­ა­რეს გა­მო­ჩი­ნე­ბაჲ მისი" (II ტიმ. 4,8).

ამ ჟამს წმინ­და სი­ო­ნი, დედა ეკ­ლე­სი­ა­თა, ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ლოც­ვით თა­ნა­უგ­რძნობს თქვენს ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მთელ ღვთის­მსა­ხურ მრევლს. ვე­ვედ­რე­ბით მშვი­დო­ბის ღმერ­თს, „რო­მე­ლიც აძ­ლევს მშვი­დო­ბას შო­რი­ელ­თა და ახ­ლო­ბელ­თა" (ეს. 57,19; ეფეს. 2,17), რათა გან­გამ­ტკი­ცოთ და ნუ­გე­ში­ნის­ცეს ყვე­ლას გულს.

ჩვენს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, პი­რა­დად დას­წრე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, რის გა­მოც ვაგ­ზავ­ნით ჩვენს წარ­მო­მად­გე­ნელს, ან­თე­დო­ნო­სის ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ეს მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ნექ­ტა­რი­ოსს, კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში ჩვენს სა­პატ­რი­არ­ქო ეპიტ­რო­პოსს.

ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან ერ­თად, კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ღრმა სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ თქვენს ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბას, წმინ­და სი­ნო­დის პა­ტივ­ცე­მულ წევ­რებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უწ­მინ­დე­სი ეკ­ლე­სი­ის მთელ კრე­ბულს. წმინ­და და ცხო­ველ­მყო­ფე­ლი საფ­ლა­ვი­დან გი­ძღვნით წმინ­და ამ­ბორს",- ნათ­ქვა­მია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×