რეზონანსი
19.03.2026

 სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ხალხის ნაკადი არ წყდება - ათასობით მოქალაქე ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო იყო. ხალხმრავლობაა როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"მთელი ერი დამწუხრებულია, ეს არის დიდი ტკივილი. ჩვენ პატრიარქის შვილები ვართ, ის იყო ჭეშმარიტად მწყემსი კეთილი, მთელი ერის მამა. ვხედავთ, რომ ადამიანთა ნაკადი არ წყდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მადლობის ძღვენს სწირავს ქართველი ადამიანი უფლისადმი და პატრიარქისადმი. შეგვეწიოს პატრიარქის ლოცვა ზეციდან, რომელიც ყველა ჩვენგანს გვწამს, რომ დაგვიფარავს, გაგვაძლიერებს,"- აცხადებს დეკანოზი მამა იოანე (ხეცურიანი).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია.

სამების ტაძარში კი, სადაც პატრიარქი გუშინ გადაასვენეს, 24 საათის განმავლობაში მომლოცველთა რიგი არ წყდება, მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.

ხელისუფლების პირველი პირები, საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი. ნანა გოგატაძე გვეტყვის ახლა პირდაპირ ეთერში რა ხდება სამებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×