რეზონანსი
19.03.2026

 უწმინდესის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, სამების ტაძარში მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში იკრიბებიან.

პატრიარქის საგალობლების შემსრულებელი ნაირა ნაჩხატაშვილი ილია მეორის ქადაგებებებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ემოციებისა აუცილებლად შეასრულებს იმ საგალობელს რომელიც პატრიარქს ძალიან უყვარდა.

"იმდენად მტკივნეულია, ვხედავ მთელს საქართველოს როგორ გიყვართ პატრიარქი, ჩვენი მამა აღარ არის მაგრამ ის ახლა ღმერთთან არის, ეჭვი ამაში არავის არ ეპარება. შეეძლო თუ არ შეეძლო ის სულ გვლოცავდა და ეს ლოცვა შეგეწიოთ თქვენ ყველას.

ჩვენ 47 წელი გავატარეთ ერთად, ყველა საგალობელი უყვარდა, "დავიღალე მოდი ჩემთან უფალო" უნდა შევასრულო გამიჭირდება მაგრამ როგორ შეიძლება ეს არ გავაკეთო,"- აცხადებს ნაირა ნაჩხატაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×