
პატრიარქის განსასვენებელი ადგილი სიონში, მარცხნივ, საკურთხეველთან შეარჩიეს - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა მიაწოდა.
სიონშია დაკრძალული ყველა პატრიარქი, რომელიც საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ჰყავდა: კირიონ II (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპორიძე), ამბროსი (ხელაია), ქრისტეფორე III (ციცქიშვილი), კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III (ფხალაძე), ეფრემ II (სიდამონიძე), დავით VI (დევდარიანი).
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.