რეზონანსი
19.03.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთის ეკონომიკური მიღწევები შურის საგანია როგორც ევროპელი პარტნიორებისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვის.

ამის შესახებ დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

დონალდ ტუსკი „ენბისის“ სტატიას გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ პოლონეთის ეკონომიკამ შვეიცარიას გაუსწრო და ოფიციალურად გადააჭარბა ერთ ტრილიონ დოლარს, რითაც შევიდა იმ ქვეყნების ოცეულში, რომელთა ეკონომიკის მოცულობაც ერთ ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

„ახლახან წავიკითხე შესანიშნავი, სასიამოვნო სტატია ამერიკულ „ენბისიზე“, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შემდეგ პოლონეთის ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნების. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი შურთ როგორც ევროპელებს, ისე ამერიკელებსაც“, – განაცხადა დონალს ტუსკმა ვიდეოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×