
ჩემთვის, და რატომღაც მგონია ბევრისთვის, წარმოუდგენელია ასეთი რამ, თუნდაც იმათთან მიმართებაში, ვინც ამ დღეებში უკადრებელი იკადრეს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით."- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც წმჯნდა სინოდის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვას ეხმაურება.
"გაგებით და პატივისცემით ვეკიდები წმინდა სინოდის მიმართვას სრულიად საქართველოს მიმართ.
თუმცა, ვფიქრობ რომ მიმართვის ის ნაწილი, სადაც საუბარია ურთიერთმიტევებასა და შერიგებაზე, დიდწილად შეუსრულებელი დარჩება.
ჩემთვის, და რატომღაც მგონია ბევრისთვის, წარმოუდგენელია ასეთი რამ, თუნდაც იმათთან მიმართებაში, ვინც ამ დღეებში უკადრებელი იკადრეს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
არაფერს ვამბობ სხვა რამეებზე, რომლის გამოც წესიერი ადამიანის მხრიდან ამ შემადგენლობასთან შერიგება თუ მიტევება, უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია.
ვიცი რომ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს ამ საკითხზე. მე ჩემსას მოგახსენებთ."- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სინოდის მიმართვა: პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი შეგონებების აღსრულებაში, ქრისტესმიერი სიყვარულის აღორძინებით შევძლებთ მშვიდობიან თანაარსებობას, საზოგადოების გამთლიანებას