
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ - ამის შესახებ ინფორმაცია მედიას რუისის და ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა დაუდასტურა.
სიონის ტაძარში დაკრძალული არიან: კირიონ მეორე, ამბროსი ხელაია, ლეონიდე, ქრისტოფერე, კალისტრატე, მელქისედეკ მესამე, ეფრემ მეორე, დავით მეხუთე.
ამ წუთებში კი, საპატრიარქოდან მსვლელობა იწყება. ილია მეორეს ცხედარი სამების ტაძარში უნდა გადასვენონ.
საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.