რეზონანსი
18.03.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ცხედარი, ამ დროისთვის, საპატრიარქოშია დასვენებული, სადაც "კავკასიის მედიცინის ცენტრიდან" გვიან ღამით გადაასვენეს.

საპატრიარქომდე მისასვლელი ცენტრალური გზა სრულად გადაკეტილია - ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მიმდინარეობს ბოლო სამზადისი წმინდა სინოდის სხდომის დასაწყებად, რომელიც დღეს, 14:00 საათზე უნდა გაიმართოს.

სინოდის წევრები დღევანდელ სხდომაზე  პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოსთან კოორდინაციით შეიქმნება დამკრძალავი კომისია, პანაშვიდები კი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×