რეზონანსი
18.03.2026

ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ლარიჯანი მოკლეს მის შვილთან, მორტეზასთან, ერთ-ერთ თანაშემწესთან და მცველთან ერთად.

ირანის არმიის მთავარსარდლის, გენერალ-მაიორ ამირ ჰატამის თქმით, ლარიჯანის სიკვდილის გამო შურს იძიებენ  - "ირანის პასუხი „გადამწყვეტი და სამწუხარო იქნება“.

„ამ დიდებული მოწამის და სხვა მოწამეების სისხლის გამო შურისძიება მოხდება“, - აღნიშნა ჰატამიმ.

ირანის „ხატამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ალი აბდოლაჰიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მხრიდან სიურპრიზებს უნდა დაელოდოს და რომ შეიარაღებული ძალების პასუხი „იმაზე უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე მტრის ქმედებები, ან წარმოსახვაა და რომ ეს გზა მის დანებებემადე გაგრძელდება.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×