რეზონანსი
17.03.2026

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ რაიმე დინამიკა - გაუმჯობესების, ან გაუარესების კუთხით არ შეინიშნება.

მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აკვირდებიან.

"20:00 საათისთვის, მდგომარეობა არის არსებითი დინამიკის გარეშე. არის გარკვეული ცვლილებები, ცალკეული მიმართულებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ.

ექიმები მუდმივად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება ვნახოთ შესაძლებლობა შემდგომი გაუმჯობესებისთვის, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რომელიმე მიმართულებით, წამლის დაბალ დოზაზე გადაყვანა და ა.შ.

უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს, მათ სამუშაოს, დაკვირვებებს და აქედან გამომდინარე, შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ დასკვნები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ეს არის ისეთ პროცესი, რასაც სჭირდება მუდმივი დაკვირვება, ფრთხილად გაზომვა და დასკვნების სწორად გაკეთება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×