რეზონანსი
17.03.2026

ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.

„არსებობს თანამშრომლობა ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, ჩვენს საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის. ჩვენ დავეხმარებით როგორც არაპირდაპირი თავდასხმებით, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს ირანის რეჟიმზე, ასევე პირდაპირი ქმედებებით. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია. სტრატეგიების მეშვეობით ჩვენ ომს ვაწარმოებთ. აქ ყველა სტრატეგიას არ გავამხელთ, მაგრამ, როგორც გითხარით, ისინი ბევრია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელი კოლაფსის ზღვარზე იყო, ახლა კი ძლიერ ძალას წარმოადგენს.

„ჩვენ მივაღწიეთ ისეთ მდგომარეობას, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც კოლაფსის ზღვარზე ვიყავით, ახლა უკვე ვართ ძლიერი ძალა, თითქმის მსოფლიო დონეზე, ჩვენს მოკავშირესთან ერთად, რომელიც გლობალური სუპერსახელმწიფოა და ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით. ეს უკვე უზარმაზარი მიღწევაა იმ საფრთხის ფონზე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გარდა ამისა, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი და „ბასიჯის“ მეთაური ლიკვიდირებული არიან.

„ჩვენ ძირს ვუთხრით ამ რეჟიმს იმ იმედით, რომ ირანელ ხალხს მისი ჩამოშორების შესაძლებლობას მივცემთ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, მათ მივცემთ შესაძლებლობას, საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღონ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×