რეზონანსი
16.03.2026

 "პლას­ტი­კის მოხ­მა­რე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის მომ­რავ­ლე­ბა, თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი და ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნუ­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, მთავ­რო­ბას არ სურს და­ა­ზა­რა­ლოს ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სე­ბი, ასე­ვე არ სურს ფა­სე­ბის ზრდა, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ი­ღე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ი­ცავს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, გა­რე­მოს და მე­ო­რე მხრივ, ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სებს.

„ამ თე­მა­ზე მუ­შა­ობ­და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო. ჩვენ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია შე­სა­ბა­მი­სი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და დავ­პირ­დი მათ, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ვიდ­რე არ გა­ვივ­ლით სა­ბო­ლოო კონ­სულ­ტა­ცი­ებს მათ­თან. ჩვენ გვა­წუ­ხებს ამ სა­კი­თხის ყვე­ლა ას­პექ­ტი - ერთ მხა­რეს არის გა­რე­მოს დაც­ვი­თი ინ­ტე­რე­სე­ბი, მე­ო­რე, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი. პლას­ტი­კის მოხ­მა­რე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის მომ­რავ­ლე­ბა, მათ შო­რის არის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ნა­ყოფ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი, ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სე­ბი და ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ახლა არის მი­ღე­ბუ­ლი მხო­ლოდ შუ­ა­ლე­დუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ვე­ლო­დე­ბით სექ­ტორ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს. ეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა. დრო ბევ­რია, ძი­რი­თა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და­გეგ­მი­ლია 2027 წლის პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვა­ვა­დოთ, შე­იძ­ლე­ბა შევ­ცვა­ლოთ.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღია ვართ. ჩვენ არ გვინ­და და­ვა­ზა­რა­ლოთ ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სე­ბი, არც ფა­სე­ბის გაძ­ვი­რე­ბა გვინ­და პრო­დუქ­ტებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ნე­ბა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად და­ი­ცავს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, გა­რე­მოს და მე­ო­რე მხრივ, ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სებს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×