რეზონანსი
16.03.2026

 "გვსურს, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დაგვეხმარონ, ბევრმა ქვეყანამ მითხრა, რომ უკვე გზაში არიან, ზოგიერთი ენთუზიაზმით არის განწყობილი, ზოგიერთი, ნაკლებად" - დონალდ ტრამპი

ირან­ში 7000-ზე მეტ სა­მიზ­ნეს და­ვარ­ტყით, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა კე­ნე­დის ცენ­ტრში შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, ჩვენ ირან­ში 7000-ზე მეტ სა­მიზ­ნეს და­ვარ­ტყით. ეს ძი­რი­თა­დად კო­მერ­ცი­უ­ლი და სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბია. მათ მიერ ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბის დონე 90%-ით შემ­ცირ­და, ხოლო დრო­ნე­ბის 95%-ით", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

ასე­ვე, ტრამ­პის ცნო­ბით, აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ირა­ნის 100-ზე მეტი გემი და 30-ზე მეტი გამ­ნაღმვე­ლი გემი გა­ა­ნად­გუ­რეს.

„მათი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი, სა­ზღვაო ძა­ლე­ბი და გე­მე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. მათი ლი­დე­რე­ბი აღარ არი­ან", - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

დო­ნალდ ტრამპმა კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და მო­კავ­ში­რე­ებს, რომ ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის დაც­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ.

„გვსურს, რომ სრუ­ტეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დაგ­ვეხ­მა­რონ. ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ მი­თხრა, რომ უკვე გზა­ში არი­ან. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ენ­თუ­ზი­აზ­მით არის გან­წყო­ბი­ლი. ზო­გი­ერ­თი ნაკ­ლე­ბად. ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ცავ­დით, დიდ ენ­თუ­ზი­აზმს არ ავ­ლე­ნენ. ენ­თუ­ზი­აზ­მის დონე კი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×