რეზონანსი
16.03.2026

17 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ჩუღურეთის რაიონში, დიღმის მასივი III კვარტალის N33-ის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 17 მარტის 23:00 საათიდან, 18 მარტის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიღმის მასივი II, III, V, VI კვარტალებს, ევგენი მიქელაძის, რობერტ ბარძიმაშვილის, ბორის პაიჭაძის, ლევან

ცისკარიშვილის, ჯემალ ჭკუასელის, ბელიაშვილის ქუჩა N1- 69 და ნოდარ ახალკაცის ქუჩებს.

ჯორჯიან „უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS - შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით

http://www.gwp.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×