რეზონანსი
16.03.2026

როდესაც ურთიერთობებში ასიმეტრიული ურთიერთობაა და ერთ მხარეს გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა, მეორე მხარეს უჩნდება დამატებითი ხარჯები- განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა. 

„ეს დამატებითი ხარჯები იწვევს დამატებითი საოპერაციო ხარჯების გაჩენას, ამ შემთხვევაში თუ ის მწარმოებელია საქართველოში და ეს საბოლოო ჯამში ითარგმნება პროდუქციის თვითღირებულების ზრდაში.  ერთის მხრივ, გადახდის რა პირობა იქნება, 90 დღიანი კონსიგნაცია იქნება თუ 60 დღიანი, ვითომ  ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საერთო ჯამში, მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ქვედა რგოლებს ეზრდებათ სამუშაო კაპიტალი, მისი მოთხოვნილება ეზრდებათ და რაც უფრო დიდხანს იწევა გადახდის პირობები, მით უფრო მეტი კაპიტალი სჭირდება, ეს კაპიტალი ძვირი ღირს და საერთო ჯამში ეს აისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე. 

ჩვენი მიზანი არის, რომ სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის და არსებობდეს საშუალება, რომ ამაზე მოხდეს მონიტორინგი. საერთო ჯამში ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გასაგებს გახდის, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება  კონკურენციაზე“ - განაცხადა ბერეკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×