რეზონანსი
16.03.2026

ოპოზიციური გაერთიანების შესახებ ნიკა გვარამიამ დავით ქაშიაშვილის გადაცემაში ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გაერთიანება ხალხის და პარტნიორების დაკვეთა იყო და დროც ხელსაყრელი, რადგან გაერთიანება ახლა მომწიფდა და შესაძლებელი გახდა. 

"ამ ეტაპისთვის საკმაოდ მყარი ოპოზიციური ალიანსი შეიქმნა. შიდა დემოკრატიას მივაღწიეთ, სხვანაირად შეუძლებელია, რადგან ასეთი ტიპის არის მოწყობა, რომ უნდა მიიღო გადაწყვეტილება ყველამ ერთად, ან უმრავლესობამ და თუ ვერ ახერხებ ამას იწყებ განსჯას, როგორც ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. ბევრნი ვართ, უმეტესობა იღებს გადაწყვეტილებას, ეს არ არის შეიძლება საუკეთესო, მაგრამ უკეთესი არ მოუგონია კაცობრიობას. 

ამ პოლიტიკური ერთობის შექმნა იყო დაკვეთა პარტნიორებისგან? 

ამ ერთიანობის შექმნა რა თქმა უნდა დაკვეთა იყო პარტნიორებისგან, მაგრამ პირველ რიგში შიგნით ხალხისგან, ჩვენი ელექტორატისგან. როცა გაჩნდა ეს დაკვეთა, ჩვენ ამას გავყევით.

ხალხი დიდი ხანია ითხოვდა მაგრამ... ახლა ერთი გამახსენდა, შალვა ნათელაშვილთან,  რომ იკრიბებოდით. 

მაშინ ხალხი არ ითხოვდა ერთ პარტიას, ყველა დღესაც არ ითხოვს, უბრალოდ უმწიფარი ნაყოფი არ შეიძლება მოწყვიტო. ეს კარგს არაფერს იძლევა და არც ფიქციური გაერთიანებები უნდა აკეთო, როცა რაღაცა მოსავლის აკრება გინდა. როცა ეს დამწიფდა და შესაძლებელი გახდა... დამწიფდას ვამბობ, რომ ადამიანები ერთ ოთახში უნდა ისხდნენ და წარსულის ტრავმები როგორც მინიმუმ წინა რიგში არ იჯდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×