რეზონანსი
16.03.2026

ხელისუფლების გადაბარებას ის ადამიანები ითხოვენ, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში არიან მხილებულები, ახლა ეს ადამიანები „ლელოს “აკრიტიკებენ, რომელმაც დიალოგი ახსენა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგის გამართვა იმ ადამიანებთან არ შეიძლება, ვინც დანაშაულებშია მხილებული.

„არ შეიძლება, დავიჯეროთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ლელოსგან“ რაიმე ნიშნით განსხვავდება. იმ ილუზიას ქმნიან, რომ თითქოს, სხვადასხვა პლატფორმა და პოზიცია არსებობს, მაგრამ ყველას ერთი მიზანი აქვს – საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს და მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ქვეყანას საზარბაზნე ხორცად აქცევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს. ამასთან, „ლელოს“ ამ განცხადებას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში დაწერა: „რეჟიმთან მოლაპარაკებები დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე, „ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი“. „ლელოს“ განცხადებას ასევე გამოეხმაურა პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია, რომელმაც აღნიშნა: „შარლ მიშელის სულის თეფშის ტრიალით გამოძახებას შეეშვით“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×