რეზონანსი
16.03.2026

ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ არის იმაზე, თუკი სტანდარტიზაცია მოხდა ხელშეკრულებების ჯაჭვში, ახსენეთ ბრენდები, რომლებსაც დიდი ძალა აქვთ, მაგრამ, არიან ადგილორბივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, რომ კონტრაქტული ურთიერთობებით რაღაც ბალანსი არსებობდეს,  - ამის შესახებ საცალო ქსელების მსხვილ ოპერატორებს, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, განუცხადა. 

მისი თქმით, როდესაც ქსელები წამოიღებენ პროდუქციას, მასზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, შედეგად კი, კონტრაქტულ ურთიერთობებში ასიმეტრია აღარ იქნება.

"მარტივ რაღაცას ვსაუბრობთ, როდესაც თქვენ წამოიღებთ პროდუქციას, მასზე იყოთ პასუხისმგებელი ან  არ წამოიღოთ - ორი არჩევანი გაქვთ. ახლა, როდესაც ასიმეტრიულია ურთიერთობა, მე ვარ ქსელი და პასუხისმგებლობას კონკრეტულ პროდუქციაზე არ ვგრძნობ, უფრო მეტი არჩევანი მაქვს, მაგრამ, როდესაც ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არსებობს, ორჯერ დავფიქრდები კონკრეტულ პროდუქტზე, შემოვიტანო თუ არა ჩემს ქსელში. ამაზეა საუბარი - თუკი შემოგაქვს პროდუქტი, პასუხისმგებლობაც უფრო მეტი უნდა გქონდეს და არჩევანიც ყოველთვის არის, რომ არ შემოიტანო. კონტრაქტულ ურთიერთობებში, უნდა იყოს სიმეტრიული ურთიერთობა როგორც მოწმოდებლიდან, ისე საცალო ქსელიდან და ამაზე არავინ წინააღმდეგი არ უნდა იყოს," - განაცხადა ბერეკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×