რეზონანსი
16.03.2026

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი, ნეიროქირურგი დავით ჩიქოვანი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „კლინიკა-ლჯ“ ავრცელებს.

ექიმის სახელს არაერთი ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულება, მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი უკავშირდება:

„კლინიკა-ლჯ“-ის ხელმძღვანელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საუკეთესო თანამშრომლისა და უახლოესი მეგობრის, ექიმ, ნეიროქირურგის, დავით ჩიქოვანის გარდაცვალების გამო.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი ჩვენს კლინიკაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანური ურთიერთობებითა და კოლეგიალობით, ასევე პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და ზუსტი დიაგნოზით.

არაერთი ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულება, მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი უკავშირდება დავით ჩიქოვანის სახელს. თანავუგრძნობთ ქალაქს, მის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - წერია სამძიმრის წერილში.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×