რეზონანსი
16.03.2026

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის თქმით, უშუალოდ თავის ბიზნეს წარმოებაში ის ცდილობს მეტი აქცენტი შუშაზე გააკეთოს, თუმცა მიიჩნევს, რომ პლასტიკის აკრძალვა ფასების ზრდას გამოიწვევს.

"მე პირდაპირ არა მაქვს შეხება ამაში, მე როგორც ვიცი რძის პროდუქტებზე არ აკეთებენ აქცენტი კეთდება მხოლოდ მინერალურ და ჩვეულებრივი წყლის ჩამოსხმაზე და 1 ლიტრამდე იქნება ეს შეზღუდვა, მე როგორც ვიცი. ღრმად არ ვიცი ეს თემა, თუმცა პირადად ვფიქრობ, კარგია შუშაზე თუ გადავა, ჩემთვის პირადად მე ვცდილობ ყოველთვის, რომ შუშა ვიხმარო მაგრამ, რამდენად მოხერხდება...

ფასებზე რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება, ფასი მოემატება ამ შემთხვევაში. თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მაგალითზე დეგრადირებადი ანუ მწვანე ასე ვთქვათ, უფრო ადვილად გადასამუშავებელი თუ ორგანულად გადასამუშავებელი პეტი დაიშვას, როგორც ვთქვათ საფრანგეთშია.

მე არ ვიცი... ასეთი პრეცედენტი არ არის მსოფლიოში და ჩვენ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც ექსპერიმენტი გავაკეთოთ და რადგან პატარა ქვეყანა ვართ გავრისკოთ, არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით... ცოტა 50/50-ზე ვარ ამ წუთს, მინდა, ჯანმრთელი პროდუქტი იყოს, თან მეშინია, ფასები არ გაიქცეს", - აღნიშნა "ბიზნეს მედიასთან" პაპაშვილმა. 

2027 წლის 1-ლი თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×