რეზონანსი
16.03.2026

„ტვ პირველის“ ეთერში სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ისაუბრა მოსკოვის მექანიზმის შესახებ და ნებით თუ უნებლიეთ გაასაჯაროვა, თუ ვინ უწევდა ორგანიზებას მოსკოვის მექანიზმს. ეს იყო უჩა ნანუაშვილი, რომელიც დაჰპირდა მას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოსაკითხთა სიაში ჩასმას, თუმცა შემდეგ „გადააგდო“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, ქაცარავა უჭკუო არაა, რომ წამოსცდენოდა, იცის ოპოზიციის უუნარობა და შეგნებულად ჩაუშვა, უჩა ნანუაშვილი. 

„ტვ "პირველის“ ეთერში სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ისაუბრა მოსკოვის მექანიზმის შესახებ და ნებით თუ უნებლიეთ გაასაჯაროვა, თუ ვინ უწევდა ორგანიზებას მოსკოვის მექანიზმს. ეს იყო უჩა ნანუაშვილი, რომელიც დაჰპირდა მას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოსაკითხთა სიაში ჩასმას, თუმცა შემდეგ „გადააგდო“. ჩემი აზრით კი ქაცარავა არც ისეთი უჭკუოა, რომ ეს უბრალოდ წამოსცდენოდა - იცის რა ოპოზიციის უუნარობა და შესაბამისად, წაგებული თამაში; თავის გადარჩენის მიზნით ტექნიკურად „ჩაუშვა“ ორგანიზატორი, ბატონი უჩა ნანუაშვილი. ამ ერთი ფაქტიდანაც ჩანს, რას წარმოადგენენ ქართველი ენჯეოშნიკები და როგორ მოქმედებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ,“ - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×