რეზონანსი
16.03.2026

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

„რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. საქართველოში ვითარება უფრო სერიოზული ხდება. 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის“, – განაცხადა კაია კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×