რეზონანსი
15.03.2026

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის, კრის რაიტის განცხადებით, ირანთან ომი უახლოეს რამდენიმე კვირაში დასრულდება, მაგრამ შესაძლოა უფრო ადრეც დასრულებაც.

"ვფიქრობ, ეს კონფლიქტი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში", - განუცხადა რაიტმა ABC News-ის This Week-ის თანაწამყვანს, მართა რადაცს.

ამერიკული მედია წერს, რომ რაიტის კომენტარო ომის შედეგად აშშ-ში ბენზინის ფასების ზრდის ფონზე გაკეთდა.

ირანის გავლენის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ჰორმუზის სრუტის კონტროლია, რომელიც სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის დამაკავშირებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გასასვლელია და რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით 20% გადის.

ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა სრუტე, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა და, შესაბამისად, აშშ-ში ბენზინის ფასების ზრდა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×