რეზონანსი
15.03.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა დედას, 1940 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს.

დაშავებული ქალბატონი მძიმე დაზიანებებით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×