
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც ბოლო სასამართლო სხდომის შესახებ წერს, ასევე საუბრობს ახალ დეტალებზე:
"არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5 ტომი არ მაქვს და მათზე დღეს ვერ ვისაუბრებ! მაგრამ, ყველაფერი არაფერია ჩემთვის მანამ, სანამ ნია იმნაძე და გიორგი მალანია გარეთ არის!
რიკაძის ადვოკატი, თითიდან სიმწრით გამოწოვილ უაზრობებს იგონებს. გააპროტესტა ოქტომბერში რიკაძის ტელეფონის ამოღების პროცესის კანონიერება. მეც წაგეშველებით, ბატონო დავით!(ხალხმა იცის ეს კითხვები, თქვენთვის ვწერ!) იკითხეთ ერთი, გიგას ტანსაცმელი 37 დღის განმავლობაში რატომ არ გადააგზავნეს ექსპერტიზაზე-თქო? ან ქვა, რომელიც ეკა კუპატაძემ იპოვა 33 დღის შემდეგ, რატომ შეინახეს 4 დღე-თქო? ან/და რატომ არ უზრუნველყო პოლიციის უფროსმა დანაშაულის იარაღის (ქვის) დაცვა-თქო? ან იქნებ, მაგ, რიკაძის ტელეფონიდან რამე ხომ არ წაშალეს-თქო??? ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რატომ არ გაჩხრიკეთ, ეგ სად გაგონილა-თქო??? პოლიციის უფროსმა გიგას ოპერაციამდე სურათი რომ გადაუღო, რატომ არ ჩადო საქმეში, ვიდრე ეკამ არ იყვირა-თქო? კიდევ რამდენი კითხვაა იცით???
მე ვიცი კარგად, მე ჩამოგიწერთ!... თქვენ, რამდენიმე დღის წინ აიღეთ ეგ საქმეები ხელში, მკვლელის დასაცავად, ფულის სანაცვლოდ! მე 2 თვეა მაქვს, შვილის ღირსების დასაცავად, მისი სიკვდილ/სიცოცხლის სანაცვლოდ!(აქ, ღირსებაც, სიკვდილიც და სიცოცხლეც ჩვენია და რა, როგორ, რის სანაცვლოდ, მთლად მაგდენს შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რადგან თქვენში ყველაფერი ფულით ფასობს!!!) ისე, რიკაძე-გაბაშვილ-ჩიქოვან-ნასყიდაშვილებსაც ჰკითხეთ ერთი, რატომ მანამდე არ ყვიროდით იაგო ტალახაძის და ლუკა გამყრელიძის დარღვევებზე, ეკა რომ გაჰკიოდა ქუჩაში-თქო????თუ გინდათ, მაგათ ნაცვლად მე გაგცემთ პასუხს - მაშინ ეგ პოლიციის უფროსი და რაიონის მთავარი პროკურორი, გაბაშვილების და იმნაძეების სცენარით მოქმედებდნენ და ეგ ყველაფერი, შეთანხმებულად ხდებოდა.
ბატონო დავით, საქმის მასალები არ გინახავთ ალბათ კარგად, თორემ მაგ აბსურდს არ იკითხავდით პროცესზე, რადგან მასალებში არის ერთი ბომბი!!! გაბაშვილი რომ დაიჭირეს, სავარაუდოდ 1 საათში, ჩვენთან კლინიკაში მოვიდა მათი ახლობელი. ალბათ, ეგონათ შვილს გავყიდდი! მე გამოვიძახე პატრული. როგორც ამ კაცს ჩვენებაში უწერია, მას დაურეკა ალექსანდრე გაბაშვილმა, "პოლიციიდან შემატყობინეს, პატრულია გამოძახებული და ახლავე წამოდი მაქედანო. ახლა, როცა უკან აღარ იხევს პროკურატურა და გააფთრებული იბრძვის, სხვა გზა აღარ დაგრჩათ, ისევ გამყალბებლებს დაერიეთ!!! ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!! ისე, ყველა ადვოკატს, ერთად, მე მოგცემთ ჯიგრულ რჩევას! აუხსენით მაგ აღვირახსნილ მშობლებს, რომ ციხე სანატორიუმია მათი პირსისხლიანი შვილებისთვის და ურჩიეთ, სწორად ბრძოლის უფლება მოგცენ!!!
სახალხოდ ვაფრთხილებ მკვლელების მშობლებს! არც გაბედოთ, თაღლითურად, სასამართლო პროცესების ხელოვნურად გაწელვა!!!მე ყველაფერს ვაკონტროლებ! გააცნობიერეთ, თქვენ მოკალით უდანაშაულო, პატიოსანი, ჯანმრთელი, გენიოსი ახალგაზრდა და მე ვარ მისი დედა!!!" - წერს ეკა კუპატაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე